11.12.2019
მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების
მსგავსად, საქართველო მეორე წელია ოფიციალურად
აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს - 11 დეკემბერს.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),
შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, წელს, საქართველოს
მთავრობის მიერ
შემუშავდა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 5-წლიანი სტრატეგია
(2019-2023 წწ)”.
სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური
მხარდაჭერა
და
ხარისხიანი
განათლების, სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
საქართველოს მთავრობის
მიერ, მთის კანონის ამოქმედებიდან (2016 წელი) დღემდე, მთის
მოსახლეობისთვის სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური
პროგრამის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მთის დღესთან დაკავშირებით,
გაწეული სამუშაოების თაობაზე პრეზენტაცია დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა წარმოადგინა.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე დაესწრო. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ პედაგოგები და მათი მოსწავლეები
მთიანი რეგიონებიდან.
ღონისძიების ფარგლებში კონკურსის „მთის შვილები“ გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ,
მათ შორის იყვნენ ხათუნა ღურჭუმელიძე -
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის დაწყებითი კლასების წარმატებული მასწავლებელი
და გამორჩეული პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული.
განათლების ხელმისაწვდომობის, ტურიზმისა და კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის
განვითარების მიმართულებით, მთის აღმშენებლობის
პროცესში აქტიურადაა ჩართული განათლების, მეცნიერების,
კულტურის და სპორტის სამინისტრო. ბოლო წლების განმავლობაში:
- მთის სტატუსის მქონე სკოლების მასწავლებლები სახელფასო
დანამატს იღებენ;
- სკოლა-პანსიონების რეაბილიტაციისთვის მაღალმთიანი დასახლებების
განვითარების ფონდიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდა
- მაღაროსკარის, ბარისახოს და შატილის სკოლები. სამივე სკოლა-პანსიონი რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა (შატილში ხანძრის გამო, შენდება ახალი
პანსიონი);
- მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება/მშენებლობა, მათ
შორის ისეთ ტერიტორიებზე, სადაც სკოლების არარსებობის გამო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში
სწავლის პროცესი სხვადასხვა შენობაში ან სხვა დასახლებაში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, მიმდინარეობს 14 სკოლის სარეაბილიტაციო
სამუშაოები;
- არაფორმალური განათლების ფარგლებში, მიმართულებების
მიხედვით, სკოლებში გაიხსნა უფასო წრეები;
- მაღალმთიან დასახლებაში არსებული სკოლების მოსწავლეები
მონაწილეობენ სხვადასხვა მიმართულების საზაფხულო სკოლებში;
- 30 სკოლის 60
წარმომადგენელი გადამზადდა პროექტების მართვის უნარების გასაძლიერებლად;
- განხორციელდა ქედის, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის და
ქობულეთის მუნიციპალიტეტების 106 საჯარო სკოლის 3761 მოსწავლის უზრუნველყოფა ტრანსპორტით;
- ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით
წელს დასრულდა და პირველად მიიღო პროფესიული სასწავლებელში სტუდენტები ხულოს ფილიალმა,
დასრულების ეტაპზეა შუახევში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულები;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტის
შექმნისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამის მოსამზადებლად - მაღალმთიანი დასახლებების
განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 150 000 ლარი.
- 2018-2019 სასწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსდა 226 სტუდენტი;
- მთიან რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია
მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის
კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი. აშენდა და რეაბილიტირდა ვიზიტორთა ცენტრები,
მომზადდა 10 სამთო-საფეხმავლო ბილიკის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტისთვის, მოხდა
სხვადასხვა რეგიონის ტურისტული მარშრუტების მარკირება.