ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ.
გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად აცნობა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2020 წლის თებერვალში, საქართველოს შემფასებელი კომისია ეწვევა.