გრიფირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტები საჯარო განხილვისათვის
24.04.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესსა და თანმხლებ დოკუმენტებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. სამუშაო პროცესი ითვალისწინებს დარგის სპეციალისტებთან და გამომცემლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, მათ კიდევ უფრო დახვეწას და შემდგომ - დამტკიცებას.

ამჟამად, დოკუმენტების პროექტების პირველად რედაქციაში შეტანილია 200-ზე მეტი ცვლილება და კორექტირებული პროექტები, საჯარო განხილვისთვის, ერთი კვირის განმავლობაში სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება:

  1. გრიფირების წესი ცვლილებით (პროექტი);
  2. სახელმძღვანელოს კომპლექტაცია  (შესარჩევი ერთეულები, პროექტი);
  3. შინაარსობრივი კრიტერიუმები (პროექტი);
  4. ტექნიკური კრიტერიუმები (პროექტი);
  5. სახელმძღვანელოს ანკეტის რეკვიზიტები (პროექტი);
  6. გრიფირების განაცხადის რეკვიზიტები (პროექტი);
  7. ვადები (პროექტი);
  8. რეცენზირების წესი (პროექტი); 
  9. საავტორო ჰონორარი გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (პროექტი);
  10. სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები (პროექტი);
  11. მასწავლებლის წიგნის სტრუქტურა (პროექტი);
  12. სხვადასხვა საყურადღებო რეკომენდაციები;
  13. გრიფირების ტენდერის მოდელები (პროექტი).

საბოლოო ვარიანტის მიღებამდე, დოკუმენტების გაცნობა და საკუთარი მოსაზრებების  წარმოდგენა (არაუგვიანეს ა.წ. 30 აპრილისა), ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

მორიგი განახლებული დოკუმენტი, მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

დოკუმენტების პროექტების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://mes.gov.ge/s/8KAcI 

სურვილის შემთხვევაში  მათთან დაკავშირებით მოსაზრებების შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტორნული ფოსტის საშუალებით (grifireba@mes.gov.ge) ან წერილობით, სამინისტროს კანცელარიაში.