2010-2011 წწ. განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული რიგი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (კვლევითი ინსტიტუტების) რეორგანიზაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად - დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად მიერთების გზით. აღნიშნული პოლიტიკა მიზნად ისახავს სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას. რეორგანიზაცია ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცნიერების განვითარებისა და უმაღლესი განათლების პროგრამების საერთაშორისო სისტემასთან თავსებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება - გადამზადების შესაძლებლობებისა და სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას.
მეცნიერებათა აკადემიები:
საქართველოში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით.
| სსიპ საქართელოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია |
|
პრეზიდენტი:
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე |
| სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია |
|
პრეზიდენტი: სსმ აკადემიის აკადემიკოსი გურამ ალექსიძე ვებ-გვერდი: www.academy-as-georgia.dsl.ge |
| სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი |
| დირექტორი: ბუბა კუდავა მისამართი: ქ. თბილისი, მ.ალექსიძის 1, კორპ. 3, ტელ: (+995 32) 247-42-42(104) ; Fax: (+995 32) 363241; ელ.ფოსტა: kudava@manuscript.ac.ge; info@manuscript.ac.ge; ვებ-გვერდი: www.manuscript.ge; |
| სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი |
|
დირექტორი:
დავით
ნადარეიშვილი
|
|
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №276 დადგენილებით ოთხი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების - სსიპ ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, სსიპ რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, სსიპ მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის და სსიპ ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად, აღნიშნული ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა სსიპ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №407 დადგენილებით სსიპ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. |
| სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა დავირუსოლოგიის ინსტიტუტი |
|
დირექტორი: რევაზ ადამია |
|
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სეწქტემბრის №274 დადგენილებით სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულებად - დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულად. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №406 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტად (2012 წლის 1 იანვრიდან). |
ა(ა)იპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები
2010 წელს:
2011 წელს:
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
ა(ა)იპ საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
2010 წლიდან:
კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №351 დადგენილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სსიპ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახით (ამჟამად ექსპერტიზის ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი).