Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
21/05/2013
2013 წლის 14 მაისს MCA-Georgia-მ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული II კომპაქტის „ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კომპონენტის“ სასწავლო ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებების სეგმენტის ფარგლებში, გამოაცხადა ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე „საქართველოში საჯარო სკოლების დიზაინის შემუშავებისა და გარემოსდაცვითი/სოციალური/გენდერული კვლევების ჩასატარებლად“.
20/05/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის საკალათბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
17/05/2013
პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს 2012-2013 სასწავლო წელი, სერტიფიკატები გადაეცათ. მადლობის სიგელები და მედლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ორ საუკეთესო უცხოელ პედაგოგს გადასცა.
11/05/2013
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი პედაგოგი და მოწვეული სტუმარი სამოქალაქო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ფორუმის წევრ მასწავლებელთა გამოცდილებისა  და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
11/05/2013
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში კახისა და ბელაქნის რაიონების  100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოების ცერემონია კახის რაიონის სოფელ ალათემურის კულტურის სახლში გაიმართა.
11/05/2013
2013 წლის 10 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით  პირველი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე “კატასტროფის რისკის შემცირება განათლების სფეროში”.
10/05/2013
სპორტკომპლქს „გიო-მირის“ საჩოგბურთო კორტებზე საჯარო სკოლებს შორის ჩოგბურთის შეჯიბრების მეორე საფინალო ეტაპი გაიმართა. ფინალში  პირველი ეტაპის ქვეჯგუფების გამარჯვებული 64 ბავშვი მონაწილეობდა. ფინალისტებს სამხსოვრო დიპლომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ გადასცა.
10/05/2013
მასწავლებელთა კონკურსის “პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში მეხუთე ინტერნეტ კონსულტაცია გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ინტერნეტით მიმართა მასწავლებლებს.
09/05/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე ”მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში”. 
08/05/2013
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოს  მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განიხილეს.
07/05/2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.

02/05/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის ორგანიზებით, ელექტრონული სწავლების (eLearning) ექსპერტებმა პროექტის- „ელექტრონული სწავლების პერსპექტივები პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია გამართეს.
01/05/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 198-ე საჯარო სკოლას ეწვია, საგაკვეთილო პროცესს გაეცნო და მოსწავლეების მიერ დამზადებული სააღდგომო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა დაათვალიერა. მინისტრი  სპეციალიზირებული სკოლის პრობლემებით დაინტერესდა და  დირექტორისაგან სრული ინფორმაცია მიიღო იმ  საჭიროებებზე, რომელიც აუცილებელ მოგვარებას მოითხოვს.
01/05/2013
დღეს, 09:00 საათიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათისათვის საქართველოს მასშტაბით 18 საჯარო სკოლა შეივსო. აღინიშნება მაღალი აქტივობა. ამ დროისათვის 20 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული, რაც მთლიანი რეგისტრაციის დაახლოებით 40%-ია.
30/04/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ პირველკლასელთა რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >