მიმდინარე წლის 10-15 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა საქართველოდან თბილისის კომაროვის და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლები დაიმსახურეს: ბირკაძე ნიკა - აბსოლუტური პირველი ადგილი და ერთადერთი აბსოლუტური შედეგი სამივე საგანში, 600-დან 600 ქულა (ინფორმატიკა-კომაროვი), მუშკუდიანი ლუკა (მათემატიკა - კომაროვი), გამეზარდაშვილი ბაქარი (მათემატიკა - კომაროვი), მერაბიშვილი ალექსანდრე (ფიზიკა - კომაროვი).
ვერცხლის მედლები მიიღეს: ნიკა სალია (ინფორმატიკა-ვეკუა), თოლორაია თემური (ინფორმატიკა - კომაროვი), კოროშინაძე ლაშა (ფიზიკა-კომაროვი).
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: გიორგი ძაძამია (ფიზიკა-ვეკუა), დავით ხვედელიძე (მათემატიკა-კომაროვი), გოგაბერიშვილი გიორგი (ფიზიკა-კომაროვი). გარდა ამისა კომაროვის სახელობის 199-ე სკოლის პირველმა გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი (რეიტინგით მესამე ადგილი) მოიპოვა.
გუნდის ხელმღვანელები: კომაროვის სკოლა - თეიმურაზ კალატოზი, გიორგი არაბიძე, გიორგი ლომიძე. ვეკუას სკოლა - გიორგი ბახტაძე, ლაშა კაპანაძე. რაზმაძის სკოლა - დავით ნიშნიანიძე, ვახტანგ შეკიშვილი.
საქართველოს გუნდების საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.