საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით მთის სტატუსის მქონე საჯარო სკოლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს.
აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა პროექტების ანგარიშები წარადგინეს და მიღწეული შედეგები შეაფასეს. ამასთან, ღონისძიებაზე სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პროგრამის მონაწილე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 10 საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლა გამოავლინა, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ მიიღო. მან მადლობა გადაუხადა სკოლებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებისთვის და გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროექტები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. მათ შორის, ხელოვნების, სამოქალაქო განათლების, STEM-ის, წიგნიერების, მეწარმეობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს.
ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამაში მთის სტატუსის მქონე 25 საჯარო სკოლა იყო ჩართული. აქედან საუკეთესო პროექტის ავტორად შემდეგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დასახელდა:
1. სსიპ - თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლა (პროექტი – წყალი სიცოცხლის საწყისი)
2. სსიპ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა (პროექტი – თექის ტრადიციული დამუშავება)
3. სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა (პროექტი –ჩემი თემი ტურისტულ რუკაზე)
4. სსიპ - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის №2 საჯარო სკოლა (პროექტი – შეიცანი რობოტების სამყარო)
5. სსიპ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლა (პროექტი – ვაშლის ბაღი ჩვენი საგანძური)
6. სსიპ - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა (პროექტი – ხელოვნება იცავს ბუნებას)
7. სსიპ - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლა (პროექტი –ჩემი პირველი რობოტი)
8. სსიპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის №2 საჯარო სკოლა (პროექტი –დემოკრატიული სკოლა)
9. სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლა (პროექტი – ციფრული წიგნიერება თანამედროვეობის გამოწვევა)
10. სსიპ - ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა (პროექტი – წარმატების ფორმულა)