I საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა
უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის,
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად,
2026 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით პორტალზე socreg.mes.gov.ge
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადაა 2026 წლის 9 ოქტომბერი.
რეგისტრაციის და განცხადების წარდგენის ინსტრუქცია.
გთხოვთ, გაეცნოთ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 14 ივლისის N926892 ბრძანებით დამტკიცებულ
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესსა და პირობებს
განცხადების ელექტრონული რეგისტრაციისა და განხილვის წესს