03.10.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ახალგაზრდების დასაქმების, მათი პროფესიული ზრდის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები, ცენტრის განვითარების პერსპექტივები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები განიხილეს.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს დაფუძნდა. ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ. სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, შესაბამის კვლევით თუ პროფესიულ ინსტიტუტებში.
2014-2023 წლების განმავლობაში სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2023 წელს განხორციელებული პროგრამების ფარგლებში დღეისათვის გაცემულია 179 სტიპენდია. მიმდინარე წელს დაგეგმილია კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე განმეორებითი კონკურსის გამოცხადება. დაარსებიდან დღემდე ცენტრის სტიპენდიატები სწავლობდნენ ან სწავლობენ 30-ზე მეტი ქვეყნის ათეულობით წამყვან უმაღლეს სასწავლებელში.
2023-2024 სასწავლო წელს ცენტრის მხარდაჭერით საქართველოს მოქალაქეების სწავლა დაფინანსდა ისეთ უნივერსიტეტებში როგორებიცაა: სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ), კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (აშშ), ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), კემბრიჯის უნივერსიტეტი(დიდი ბრიტანეთი), ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია (ბელგია), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემია (აშშ), ვენის დიპლომატიური აკადემია (ავსტრია), დიუკის უნივერსიტეტი (აშშ), ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი (აშშ), მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია), სიანს პო (საფრანგეთი), სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ESCP ბიზნესის სკოლა (დიდი ბრიტანეთი), მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (იტალია), სიჩუანის უნივერსიტეტი (ჩინეთი), ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი), დებრეცენის უნივერსიტეტი (უნგრეთი) და სხვ.
ყოველწლიურად იზრდება ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების რიცხვი. მაგალითად, 2014 წელს განხორციელდა 3 სასტიპენდიო კონკურსი. ამჟამად ცენტრი, სახელმწიფო დაფინანსებითა და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს 14 სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამას.