ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს. სამეცნიერი კვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს დაფინანსებით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. კვლევითი საქმიანობის შედეგები სამეცნიერო ჯგუფმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებსა და საკითხით დაინეტერსებულ მკვლევარებს გააცნეს.
მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოს კლიმატის დღემდე არსებული 150-წლიანი ფაქტიური მასალები, როგორც გეოგრაფიული ასპექტების, ასევე გარემოზე ადამიანის გავლენის გათვალისწინებით და შექმნეს არსებული საუკუნოვანი მონაცემების ელექტრონული ბაზა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა საქართველოში ყოველდღიური საშუალო კლიმატური მახასიათებლები, როგორიცაა ტემპერატურა, ნალექიანობა, ტენიანობა.
პრეზენტაციაზე მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ სამეცნიერო კვლევის შედეგად საქართველოში პირველად შეიქმნა კლიმატური კალენდარი და შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით ძირითადი ურბანული პუნქტების ნებისმიერი წლის ყოველი დღის ამინდის დადგენა.
კალენდრით შესაძლოა წარმატებით იხელმძღვანელონ ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო-საინჟინრო სფეროებში.
ორწლიანი სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ 100 000 ლარით დააფინანსა.
ზოგადად, მიმდინარე წელს სამეცნიერო
საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარია გამოყოფილი, ეს თანხა
საგრანტო კონკურსებით გზით, 2000-მდე ქართველი მეცნიერის კვლევით პროექტებს
მოხმარდება.
Video