ფულადი ჯილდოები გადაეცათ წარმატებული მოსწავლეების სკოლებსაც.
2011-2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გასულ 32 მოსწავლეს - თითოეულს 1000 ლარი გადაეცა; მეორე ადგილზე გასულ 32 მოსწავლეს - თითოეულს 700 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 31 მოსწავლეს - თითოეულს 500 ლარი. სკოლების რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე გასულ 9 სკოლას თითოეულს 5000 ლარი გადაეცა; მეორე ადგილზე გასულ 9 სკოლას-თითოეულს 4000 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 9 სკოლას - თითოეულს 3000 ლარი.
2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში უპრეცედენტო რაოდენობა - 265 000 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან მეორე ტურში 52 610 მოსწავლე გადავიდა, ხოლო მესამეში - 2293. ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.
ყოველწლიურად იზრდება ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და მათი მომზადების დონე, რაც ზრდის კონკურენციას. გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებული ბრუნდება.