2012-2013 სასწავლო წელს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით
დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
2012-2013 სასწავლო წელს
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოყოფილია 1 118 208 (ერთი მილიონ ას
თვრამეტი ათას ორას რვა) ლარი.
სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიებში შემავალ გარკვეული რაოდენობის სტუდენტებს (საქართველოს მთავრობის 2012 წლის
26
ივლისის #300 დადგენილება).
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის
06
აგვისტოს #915 ბრძანებით.
დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2012 წლის 8 ოქტომბრის
ჩათვლით.
ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:
I. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო
ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ”
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული
ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ასევე სტუდენტები,
რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული
ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმეტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:
ა)
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში;
ბ)
ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთას, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში;
გ)
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში.
- სტუდენტები, რომლებიც არიან
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
- სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო);
- სტუდენტები, რომლებიც არიან
მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
- სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული
არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო
ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
II. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც 2012
წლის ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე, გარდა შემდეგი მიმართულებებისა ან დარგების/სპეციალობებისა: ა) სამართალი; ბ) ჯანდაცვა; გ) ბიზნესის ადმინისტრირება,
გარდა ტურიზმისა; დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; ე) საერთაშორისო ურთიერთობები; ვ) საჯარო მმართველობა და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო
სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:
- მესტიის მუნიციპალიტეტში;
- ლენტეხის მუნიციპალიტეტში;
- ონის მუნიციპალიტეტში;
- ქედის მუნიციპალიტეტში;
- ხულოს მუნიციპალიტეტში;
- შუახევის მუნიციპალიტეტში;
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტში;
- დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთას, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში);
- ადიგენის მუნიციპალიტეტში;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში;
- წალკის მუნიციპალიტეტში;
- დმანისის მუნიციპალიტეტში;
- ახმეტის მუნიციპალიტეტში (პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში);
- ასპინძის მუნიციპალიტეტში.
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში
სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული
ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო
სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო
სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- სტუდენტები, რომლებიც არიან
კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები;
- სტუდენტები, რომლებიც არიან
მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და
მეტი შვილით) წევრები;
- სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;
თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, იგი გადაეცემათ:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა
შვილებს, რომლებიც ჩარიცხულები
არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი
ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის,
2011-2012, 2010-2011,
2009-2010, 2008-2009, 2007-2008 სასწავლო
წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;
- მკვეთრად და მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ
მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2011-2012, 2010-2011, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008, სასწავლო წლის სოციალური
პროგრამის დაფინანსების ფარგლებში.