კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა საქმეებს კვლავ მუშაობს და განიხილავს ამ დროისთვის შემოსულ მომართვებს.
აღსანიშნავია, რომ 1 აპრილის მონაცემებით კომისიამ განიხილა 667 მომართვა და საპასუხო წერილი გაუგზავნა მომართვის ავტორებს. დამატებითი დოკუმენტები წარმოდაგინა 76 პედაგოგმა, 80 დირექტორმა და 6 რესურსცენტრის თანამშრომელმა.
კომისიამ 17 საქმე არსებითად შეისწავლა და მასთან დაკავშირებულ 28 პირს უშუალოდ გაესაუბრა.
კომისია განაგრძობს მუშაობას 14 იანვრამდე შემოსული ყველა მომართვის განხილვამდე.
შესწავლილი მომართვების რაოდენობა - დროში გაწერილი