კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა საქმეებს კვლავ მუშაობს და განიხილავს ამ დროისთვის შემოსულ მომართვებს.
აღსანიშნავია, რომ 1 აპრილის მონაცემებით კომისიამ განიხილა 667 მომართვა და საპასუხო წერილი გაუგზავნა მომართვის ავტორებს. დამატებითი დოკუმენტები წარმოდაგინა სამოცდათექვსმეტმა პედაგოგმა, ოთხმოცმა დირექტორმა და ექვსმა რესურსცენტრის თანამშრომელმა.
კომისიამ 17 საქმე არსებითად შეისწავლა და მასთან დაკავშირებულ 28 პირს უშუალოდ გაესაუბრა.
კომისია განაგრძობს მუშაობას 14 იანვრამდე შემოსული ყველა მომართვის განხილვამდე.
შესწავლილი მომართვების რაოდენობა - დროში გაწერილი