სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული. პირველ რიგში, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საბჭოს წევრებს სკოლის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა წარუდგინა და იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროებებზე ისაუბრა, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგიურ კადრებს მოტივაციას აუმაღლებს და პროფესიაში შესვლაში დაეხმარება.
საბჭოს სხდომაზე, საქართველოში Tempus-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა ევროკავშირის საგრანტო პროგრამის "Erasmus+" ფარგლებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული სიახლეები წარმოადგინა. Erasmus + არის პროგრამა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში და მან 2014 წელს აქამდე არსებული სხვა პროგრამები ჩაანაცვლა.
ახალი პროგრამა Erasmus + ინარჩუნებს თანამშრომლობის ყველა აქამდე არსებულ ასპექტს და აქცენტს აკეთებს უკვე ინდივიდუალურ პარტნიორობაზე ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ უმაღლეს სა
ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა არა მარტო ქართველი სტუდენტების მობილობა ევროპაში, არამედ ევროპელი სტუდენტების დაინტერესება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემით - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველოში Erasmus-ის პროგრამით ჩამოვიდა ყველაზე მეტი სტუდენტი ევროპიდან. საერთო ჯამში პროგრამა Erasmus+ ხელს უწყობს ჩვენი სისტემის დაახლოებას უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცესთან და თანასწორ პარტნიორობას საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი რამდენიმე ცვლილების შესახებ. ცვლილებების შედეგად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, სსიპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიენიჭათ უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი, განახორციელონ საგამომცემლო საქმიანობა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ა.შ. ასევე, სსიპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიენიჭათ უფლება გამარტივებული წესით შეისყიდონ ის საქონელი თუ მომსახურება, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ, მაგალითად: ლიტერატურა, კომპიუტერული პროგრამები, ფარმაცევტული პროდუქცია, ლაბორატორიული აღჭურვილობა და მონაცემთა ბაზები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონის ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებები ქონების გადასახადიდან გათავისუფლდნენ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და თითოეულ დაწესებულებას წლის განმავლობაში ასობით ათასი ლარი დაეზოგება.