30.05.2014
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დღეს
მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“
გაიხსნა.
კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია
გიგაურმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა
ელენე გოცაძემ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის
დირექტორმა ია თიკანაძემ გახსნეს.
კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ და
გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს.
სემინარში მონაწილეობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაცია მაისის დასაცყისში გამოაცხადა, რომლის
შედეგადაც თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო
განათლების 70 პედაგოგი შეირჩა. სემინარის ფარგლებში ასევე ეწყობა ნატოსა
და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კედლის
გაზეთების კონკურსის „ჩემი ევროპული მომავალი“ ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება.