სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოში ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის ობსერვატორიის შექმნის საკითხი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით სასარგებლო ინსტრუმენტია დაბალანსებული, გამჭვირვალე და თანამედროვე ანტინარკოტიკული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში.
უწყებათაშორის საბჭოს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს,
კანონი ავალდებულებს, მიმდინარე წლის ბოლომდე შექმნას ასეთი ობსერვატორია საქართველოში,
რომელიც განახორციელებს ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა
უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და შეფასებას, ამ ინფორმაციის
ანალიზსა და სწორ ინტერპრეტაციას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო და პრაქტიკული
მეთოდოლოგიების დანერგვას. ევროპულ სახელმწიფოებში ეროვნული ობსერვატორიების მიერ ქვეყანაში
ნარკოტიკული სიტუაციის შესახებ შეგროვებული მტკიცებულებებისა და ინფორმაციათა სწორი
ინტერპრეტაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტებით ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილების მიმღები
პირები ანტინარკოტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებისას, რომელიც დაბალანსებული უნდა იყოს
(პრევენცია, რეპრესია, მკურნალობა, განათლება, ზიანის შემცირება და სხვ.).
ვიზიტის ფარგლებში განიხილება ქართული ობსერვატორიის
ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებები, თუ რომელ უწყებასთან შეიძლება ფუნქციონირებდეს
ასეთი სტრუქტურა, როგორი უნდა იყოს მისი მუშაობისა და სხვადასხვა სამინისტროსთან თანამშრომლობის
მეთოდი, რათა ობსერვატორია პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისა და უწყებებისთვის მაქსიმალურად
ეფექტიანი ინსტრუმენტი იყოს.
დღეისათვის ეროვნული ობსერვატორიის ყველაზე წარმატებულ
მოდელებად ევროკავშირში საფრანგეთისა და ჩეხეთის ობსერვატორიები ითვლება.