საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ანაკლიაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,,მომავლის ბანაკი“ ამოქმედდა. „მომავლის ბანაკმა" მოსწავლეების პირველი ნაკადი მიიღო.
ბანაკის საზეიმო გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე ლიდერები უზრუნველყოფენ. მონაწილეთა თითოეულ, 24 კაციან ჯგუფზე, პასუხისმგებელია განსხვავებული სქესის ორი ლიდერი, რომლებიც ტრენინგის საფუძველზე შეირჩნენ.
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.