ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი“ ამოქმედდა. პროგრმას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. „მომავლის ბანაკმა" მოსწავლეების პირველი ნაკადი უკვე მიიღო.
ბანაკის საზეიმო
გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„მომავლის ბანაკის" ბენეფიციარებს 14-18 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ საქართველოს ყველა რეგიონიდან.
მონაწილეების შერჩევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
განახორციელა. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური
მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი
ოჯახის წარმომადგენლებს. ზაფხულის განმავლობაში 6
ნაკადად სულ 1728 მოზარდი დაისვენებს.
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.