ასოცირებული წევრობის შემთხვევაში, საქართველო ცერნის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებაში დიდ წვლილს შეიტანს. საერთაშირისო ასპარეზზს გზას გაუხსნის ქართველ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ინჟინრებს, IT სპეციალისტებს. ასოცირებული წევრობა ეს არის კოლაბორაციის ახალი ფაზა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ გაზარდოს იმ მეცნიერთა კვოტა, რომელიც ცერნში მუშაობს, არამედ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად უფრო მეტი ახალგაზრდა მეცნიერი და დოქტორანტი მიავლინოს და ამავდროულად, მონაწილეობა მიიღოს იმ გრანდიოზული პროექტებში, რომელსაც ცერნი ახორციელებს.
ცერნის ბირთვული კვლევების საერთაშირისო ორგანიზაცია მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს წარმოადგენს. ბირთვული კვლევების საერთაშირისო ორგანიზაციაში საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც მინისტრი, თამარ სანიკიძე ცერნში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. დღეის მდგომარეობით, განათლების სამინისტრო ცერნთან ხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს.