წელს კონფერენციაში მონაწილეობას 80 მეცნიერი იღებს, რომელთაგან 30–მდე უცხოელია. სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და თურქული. იმუშავებს შემდეგი სექციები: ისტორია / წყაროთმცოდნეობა / არქივთმცოდნეობა, ხელოვნების ისტორია, ფილოლოგია / კოდიკოლოგია / ტექსტოლოგია , ენათმეცნიერება, ეთნოლოგია / არქეოლოგია, რესტავრაცია-კონსერვაცია ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, გეოგრაფია.
კონფერენციია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსურის მხარდამჭერით იმართება. კონფერენციის სხვა მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის კომპანია: „შუხმან ვაინს ჯორჯია’’.
ისტორიული ტაო–კლარჯეთისადმი მეცნიერული ინტერესი განპირობებულია რეგიონის მდიდარი ისტორიით და იმ კულტურული მნიშვნელობით, რომლითაც მან ადრეულ შუა საუკუნეებში თავისი ადგილი დაიმკვიდრა ქრისტიანული აღმოსავლეთის გამორჩეულ კერებს შორის.
ახალმა რეალობებმა დღის წესრიგში დააყენა ტაო-კლარჯეთის კომპლექსური შესწავლა ქართველ, თურქ და უცხოელ მკვლევართა ფართო მონაწილეობით; ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ახალი კაშხლების მშენებლობათა ზონაში მოხვედრილი რაიონების შესწავლა. ამ მიზნებს ემსახურება საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ატარებს.