27.10.2014
დღეს, სასტუმრო
ქორთიარდ მარიოტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრას მიზნით ორდღიანი
კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე მოხდება არსებული კონტექსტისა და დასავლეთის
საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დასაქმების ერთიანი პოლიტიკის
ჩამოყალიბება.
ღონისძიებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან
ნატრიაშვილი, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლები, შშმ
პირთა დასაქმების საკითხების განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყებები: ეკონომიკის,
ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, არასამთავრობო
ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კერძოდ კონფერენციის ფარგლებში განხორციელდება:
- ადგილობრივი
დამსაქმებლებისთვის შშმ პირთა დასაქმების გამოცდილების მქონე ევროპული (ნორვეგიული) ორგანიზაციების
გამოცდილების გაზიარება;
- შშმ
პირთა დასაქმების პოზიტიური მხარის და გამოწვევების წარმოდგენა ნორვეგიელი
დამსაქმებლების მიერ;
- თავად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დასაქმებულთა პერსპექტივის, გამოცდილების,
გამოწვევების (და მათი გადაჭრის გზების) გაზიარება (ნორვეგიის გამოცდილება);
- თავად
შეზღუდული შესაძლებლების მქონე პირთა მოსაზრებები ღია შრომის ბაზარზე მათი
დასაქმების შესაძლებლობების შესახებ;
- სახალხო
დამცველის აპარატის მიერ სიტუაციის ანალიზი შშმ და სსსმ პირთა
დასაქმების შესახებ.
- ქართველ
დამსაქმებელთა მხრიდან საქართველოს რეალობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
დასაქმების გამოცდილების და გამოწვევების
გაზიარება;
- სამთავრობო
უწყების წარმომადგენელთა ხედვის გაზიარება შშმ პირთა დასაქმების სახელმწიფო
სისტემის უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე;
- არასამთავრობო
ორგანიზაციათა ხედვის გაზიარება საქართველოში შშმ პირთა დასაქმების სახელმწიფო სისტემის შექმნასთან
დაკავშირებით
- ადგილობრივი
დასაქმებული შშმ-ს და დამსაქმებლის გამოცდილების გაზიარება
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტრო მეთოდოლოგიური და ფინანსური
მხარდაჭერით 2013 წლიდან ნერგავს
ინკლუზიურ განათლებას პროფესიული განათლების სისტემაში. 2013-2014 სასწავლო
წლისათვის 17 პროფესიულ სასწავლებელში 203 შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური
საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირს მიეცა განათლების მიღების შესაძლებლობა. ინკლუზიური
პროფესიული განათლების მთავარ მიზანს წარმოადგენს აღჭურვოს სსსმ და შშმ პირები დასაქმებისათვის საჭირო
უნარებით.