ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირქტორი მაგდა მაღრაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივენ.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ უნივესიტეტის პრეზიდენტს დოქტორ ელიოტ ჰირშმანსა და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრისას მხარეებმა განხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების პროგრამის მიმდინარეობა, რომელსაც საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.
2015 წლიდან სტუდენტებს საქართველოში შეეძლებათ, ჩააბარონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსტიეტში. სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებას და ბაკალავრის ხარისხის ამერიკული დიმპლომებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, საინჟინრო და ტექნოლოგიების პროფესიებში.
თამარ სანიკიძე გაეცნო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს და შეხვდა საქართველოდან აღნიშნული პროგრამისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად მყოფ პროფესორებსა და ლექტორებს.