ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირქტორი მაგდა მაღრაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.
დელეგაციის წევრები უნივესიტეტის პრეზიდენტს დოქტორ ელიოტ ჰირშმანსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა განხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების პროგრამის „სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი და საქართველო 2020“ მიმდინარეობა, რომელსაც საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.
2015 წლიდან სტუდენტებს საქართველოში მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩააბარონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსტიეტში და მიიღონ ამერიკული განათლება და ამერიკული ბაკალავრის ხარისხის დიმპლომი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტქნოლოგიების სპეციალობებში. პროგრამის განსახორციელებლად, კომპაქტის ფარგლებში, მოხდება 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება.
უნივერსიტეტში ვიზიტისას თამარ სანიკიძე გაეცნო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს და შეხვდა საქართველოდან აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მყოფ პროფესორებსა და ლექტორებს.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია აგრეთვე შეხვდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს, კორპორაციის მენეჯმენტს და განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების შემდგომი განვითარება.