“მულტილინგვური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა” პროგრამის მიზანია შეიქმნას განათლების ისეთი სისტემა, რომელიც იქნება ძირითადი ინსტრუმენტი ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის; შეიქმნას განათლების ისეთი სისტემა, რომელიც იქნება ძირითადი ინსტრუმენტი ტოლერანტობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის; უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნულ უმცირესობათა განათლების ისეთი პროგრამების შექმნა და დანერგვა, რომელიც შეესაბამება ზემოაღნიშნულ მიზნებს და იმავდროულად ხელს შეუწყობს ეროვნულ უმცირესობათა კულტურული და ლინგვისტური იდენტობის დაცვას და ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში; საშუალო სკოლებში ეროვნულ უმცირესობათა ენების და სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
2010 წლისათვის პროგრამის განხორციელების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მულტილინგვური განათლების პროგრამების პილოტირება საქართველოს 40 საჯარო არაქართულენოვან სკოლაში.
”ქართული ენის პროგრამა””ქართულის ენის პროგრამის” საბოლოო მიზანია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას და ასევე, ეთნიკური უმცირესობების ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს პროგრამის საბოლოო მიზანი, ქართული ენის პროგრამა ისახავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:
- იმ პირთა მიერ, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობა;
- ეროვნული უმცირესობების ენების შესწავლის ხელშეწყობა;
- არაქართულენოვანი სექტორების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- სპეციალური ლინგვისტური პროგრამების შექმნა და განხორციელება ეთნიკურად დასახლებულ რეგიონების ზრდასრული მოსახლეობისათვის;
- უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აღნიშნული ამოცანების შესაბამისად, ქართული ენის პროგრამა განხორციელდება 4 ქვეპროგრამის სახით:
- ”არაქართულენოვანი სექტორების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ქვეპროგრამა”;
- ”უმცირესობათა ენის დაცვის ქვეპროგრამა”
- ”ზრდასრულთა განათლების ცენტრები სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში”
- ”ქართველი და ოსი ეროვნების სტუდენტთა საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ხელშეწყობის ქვეპროგრამა”.
”ოკუპირებული რეგიონების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დახმარების პროგრამა”აღნიშნული პროგრამა არის სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამაში შემავალი ერთ-ერთი ქვეპროგრამა. მისი მიზანია, კონფლიქტის ზონებში და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფუნქციონირებადი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესბულებების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა.
„საზღვარგარეთ ქართული სკოლებისათვის დახმარების პროგრამა“პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული ყოფისა და ტრადიციების გაცნობა, მათთვის თანამედროვე საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება და რაც მთავარია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ენობრივ-კულტურული იდენტობის და ისტორიულ სამშობლოსთან მათი კავშირების შენარჩუნება.