განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შემუშავდა ახალი სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთებულია განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინსტიტუციური განვითარებისა და დაფინანსების ზრდაზე. შემუშავდა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები. მიმდინარეობს სასწავლო გეგმის რევიზია და განვითარება, მუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო სკოლა, ბუკები გადაეცათ პირველკლასელებსა და კომპიუტერები პირველკლასელთა დამრიგებლებს. უსაფრთხო და ჯანსაღის კოლის კონცეფციის ფარგლებში დაინერგა შემდეგი სერვისები:
გამოყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დამონტაჟდა უკაბელო (Wifi) ქსელი და VoIP ტელეფონები, რომელიც საშუალებას აძლევს სკოლებს განახორციელონ საგანმანათლებლო სისტემის სატელეფონო ქსელთან საიმედო და უწყვეტი კავშირი.
ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის. შიდა ქართლის რეგიონში საჯარო სკოლების 36673 მოსწავლე და კერძო სკოლების 155 მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით, 87 სკოლის 3068 მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 194 მოსწავლე და 41 სპეციალური მასწავლებელი.
შიდა ქართლში გაიხსნა სკოლამდელი განათლების 4 ალტერნატიული ცენტრი, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს ქარელში, სოფელ აბანოში აშენდა საჯარო სკოლა. ჯამში,ბოლო ორი წლის განმავლობაში რეაბილიტირდა 90 საჯარო სკოლა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
დაგეგმილია ქალაქ ხაშურში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება.
მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის მიზნით სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 3 საჯარო სკოლა (4 154,4 ლარი). 2013-2014 წლებში შიდა ქართლის რეგიონის 164 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა ოქროს, ხოლო 149 მოსწავლეს - ვერცხლის მედალი. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა 25 სამოქალაქო კლუბი.
ძალადობის პრევენციის მიზნით ლექციები ჩატარდა 9 სკოლაში ხოლო იმიტირებული გამოძიება 1 სკოლაში.
2013 წლიდან - პროფესიულ სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 784 სტუდენტმა და სახელმწიფო სტიპენდიას იღებს 63 სტუდენტი.
2013 -2014 სასწავლო წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 415 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს დაგეგმილია 600-მდე სტუდენტის დაფინანსება.