განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შემუშავდა ახალი სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთებულია განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინსტიტუციური განვითარებისა და დაფინანსების ზრდაზე. შემუშავდა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები. მიმდინარეობს სასწავლო გეგმის რევიზია და განვითარება, მუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო სკოლა, ბუკები გადაეცათ პირველკლასელებსა და კომპიუტერები პირველკლასელთა დამრიგებლებს. უსაფრთხო და ჯანსაღის კოლის კონცეფციის ფარგლებში დაინერგა შემდეგი სერვისები:
ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის. ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სკოლების 66 937 მოსწავლეს და კერძო სკოლების 146 მოსწავლეს უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმძღვანელოები სახელმწიფოსგან. 72 სკოლის 2 309 მოსწავლეს ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 350 მოსწავლე და 55 სპეციალური მასწავლებელი.
ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში გაიხსნა სკოლამდელი განათლების 1 ალტერნატიული ცენტრი, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში რეაბილიტირდა 142 სკოლა და 2 პროფესიული სასწავლებელი.
მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის მიზნით სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 3 საჯარო სკოლა (2261 ლარი).
2013-2014 წლებში ქვემო ქართლის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ 112 ოქროს და 94 ვერცხლის მედალი. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა 35 სამოქალაქო კლუბი. ძალადობის პრევენციის მიზნით ლექციები ჩატარდა 10 სკოლაში ხოლო იმიტირებული გამოძიება 1 სკოლაში.
2014 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში 1440 სტუდენტი დაფინანსდა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 21 მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა 8000 სტუდენტი, ხოლო საბაკალავრო და სამაგისტრო გრანტებით სარგებლობს 8000 სტუდენტი. სახელმწიფო სტიპენდიებით სარგებლობს 2800 სტუდენტი. ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში გადამზადდა 887 საჯარო მოხელე
რეგიონში წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები. კერძოდ, პროგრამაში ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩართულია 41 მასწავლებელი, ხოლო პროგრამაში ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ჩართულია 4 მოხალისე მასწავლებელი. წარმატებით ხორციელდება პროგრამა ,,ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“, რომელშიც ჩართულია 56 მასწავლებელი. ასევე, პროგრამა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლებას და მასში 113 მასწავლებელია ჩართული.