თამარ სანიკიძის განცხადებით, წლების მანძილზე მეცნიერების სფეროს მწირი დაფინანსება და მეცნიერების მიზერული ანაზღაურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქვეყანაში. ამდენი წლის შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნად გაზრდის მეცნიერების პოპულარიზაციას, სამეცნიერო კვლევების რაოდენობას, მათ ხარისხს და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვას ამ სფეროში.
მინისტრის თქმით, საქართველოში მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და მათ შორისაა მეცნიერების გაზრდილი შრომითი ანაზღაურება. მეცნიერთა ხელფასები 2015 წლის პირველი იანვრიდან 2,5-ჯერ გაიზარდა. განხორციელებული პროექტების პარალელურად, ასევე განსაზღვრულია შემდგომი ეტაპები.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დახმარებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გრძელვადიანი (საშუალოდ 10 წლიანი) სამოქმედო გეგმების შეფასება განხორციელდა.
პირველად საქართველოში, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამომავლო საქმიანობის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევების აქტუალობა, სამეცნიერო პუბლიკაციები, ციტირების ინდექსი, პატენტები, პროექტები, გრანტები, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა და სხვა კრიტერიუმები. შედეგად:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ, მეცნიერების მხარდამჭერ სხვა პროგრამებთან ერთად, გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამების განხორციელება და პროგრამის ფარგლებში მეცნიერების დაფინანსების ზრდა, არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არის აუცილებელი საქართველოში მეცნიერების შემდგომი განვითარებისათვის.
საქართველოში მეცნიერების განვითარების, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების, სამეცნიერო კვლევებისთვის პირობების შექმნის, ახალგაზრდა სამეცნიერო პერსონალის მომზადების, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სამომავლოდ იგეგმება: