ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან თანამშრომლობს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში, 2013 წლიდან კი, ინკლუზიური განათლება ინერგება პროფესიული განათლების სისტემაში.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესი, მიღწევები და გამოწვევები.
2013 წლის შემოდგომის მიღებიდან დღემდე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 252 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი ჩაირიცხა. აქედან, 2015 წლის საგაზაფხულო მიღებაზე მოხდა 43 სტუდენტის მიღება. ჩარიცხული ბენეფიციარები გასხვავდებიან დარღვევების მიხედვით: ინტელექტუალური დარღვევით, ყრუ და მხედველობის დარღვევით და ფიზიკური დარღვევით. დღეისათვის სტუდენტები სწავლობენ მიმდინარე 37 პროფესიულ პროგრამაზე, 17 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკანონდებლო პლათფორმის დონეზე მომზადდა პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. აღნიშნული ცვლილებები, საშუალებას იძლევა დოკუმენტი იყოს შესაბამისობაში გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების პროცესის სრულფასოვან რეგულირებას.
სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხულ ყველა ყრუ სტუდენტს ემსახურება ჟესტური ენის თარჯიმანი, უსინათლო სტუდენტებისათვის გამოყოფილია მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტებს ემსახურებათ პირადი ასისტენტი, რომელიც ასევე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პროცესში ჩართულია 20 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, რომელიც სასწავლო პროცესში პედაგოგებს დახმარებას უწევს ინდივიდუალური მიდგომების განხორცილებაში. მხედველობა დაქვეითებულ სტუდენტებს გადაეცათ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მათ მასალის წაკითხვაში ეხმარებათ.
ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შინაარსობრივი მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპინური გუნდის 5 წევრის მიერ, რომელიც კონკრეტულად ემსახურება ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.
პირველად განათლების სისტემაში მომზადდა 5 პროფესიული სასწავლებლის ადაპტაციის საპროექტო წინადადება, რომელიც ეფუძნება უნივერსალური დიზაინის პრინციპებს. ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გადამზადდნენ აღნიშნული მიმართულებით.
საქართველოს განათლების სამინიტროს ინიციატივით მიმდინარეობს აქტიური შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან და კოლეგა სამინისტროებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისათვის. ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია აღნიშნულ საკითხზე, სადაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების პილოტირების პროექტს, რომლის განხორცილებაც მიმდინარე წელს მოხდება.
გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო მომავალი თანამშრომლობის გეგმები, ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების საკითხები.