რეაბილიტაციასთან ერთად, კოლეჯში განახლდება სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილი იქნება თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით.
პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს; რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით; ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სასწავლებელში ხორციელდება შემდეგი სასწავლო პროგრამები: კალატოზი; მეფილე–მომპირკეთებელი; ძრავის შემკეთებელი; ელექტრიკოსი; ღონისძიებათა მომწყობი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; კონდიტერი; თექის ხელოსანი; მებათქაშე; კოპიუტერის მომხმარებელი; მღებავი; შემდუღებელი. კოლეჯს გააჩნია სასწავლო ლაბორატორიები შემდეგი სპეციალობებისთვის: ავტომობილის ძრავის შემკეთებელი, კონდიტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სახელოსნო და სხვ.
სოფელი ჯვარი საზღვრის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად, კოლეჯში ძირითადი კონტიგენტი დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტია.