სკოლების რეაბილიტაციის პროცესი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა და მინისტრის განცხადებით, ორ ეტაპად მიმდინარეობს. ძირითადი ეს არის ფუნდამენტური რეაბილიტაცია და შიდა სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში, ახალი სკოლების მშენებლობა და აღჭურვა.
სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით, 2016-2017 წლისათვის ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ძირითადი ფუნდამენტური სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტური რეაბილიტაციის პროცესში მიმდინარეობს შენობების ადაპტაცია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის.
რაც შეეხება სტატისტიკას:
2015 წელს განხორციელდება:
განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროქტებით 300 000-მდე მოსწავლეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო, რაც უკეთესი სასწავლო შედეგების აუცილებელი წინაპირობაა.
სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს საქართველოს განათელებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოც ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტის მიზანია სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი ასევე ითვალისწინებს სკოლების ინფრასტრუქტურის მოვლა - პატრონობის (Operations and Maintenance - O&M) სისტემის შემუშავებას.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილია 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. აქედან, 30-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2015 წელს იგეგმება. 2015 წლის სარეაბილიტაციო სეზონი მოიცავს საჯარო სკოლებს მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.
პროექტის შედეგად კიდევ დამატებით 36 ათასზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო გაუმჯობესდება.