შეხვედრის მიზანი იყო მსჯელობა გოგონებისა და ქალების ინტერესის გაზრდის გზებზე საბუნებისმეტყველო, ზუსტ და საინჟინრო მეცნიერებებში. კვლევები და ემპირიული მონაცემები აჩვენებს, რომ გოგონები აკადემიური მოსწრებით უტოლდებიან და უსწრებენ ბიჭებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, მაგრამ მათი თვითშეფასება დაბალია, ისინი კვლავ რჩებიან სტერეოტიპების ტყვეობაში და არ განაგრძნობენ სწავლასა და დასაქმებას ტექნიკურ პროფესიებში.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურ და გენდერულ აპსექტებს, რაც მჭიდროდ არის ინტეგრირებული კომპაქტის ყველა მიმართულებაში. მიჩნეულია, რომ გენდერულ უთანასწორობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას. ამგვარად, გენდერული საკითხების ინტეგრირება უზრუნვლეყოფს გოგონებისათვის წვდომას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიციით მიღებულ სარგებელზე, რესურსსა და ხარისხიან განათლებაზე, რაც, თავის მხრივ, ამაღლებს მათ მოტივაციას, განაგრძონ სწავლა განათლების შემდგომ საფეხურებზე.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ განხორციელებული მეორე კომპაქტის მიზანია ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობითა და ადამინური კაპიტალის გაძლიერებით. კომპაქტის ამოცანაა, საქართველოში განვითარდეს კვალიფიციური სამუშაო ძალა საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და საინჟინრო (Science, Technologies, Engineering and Mathematics - STEM) სფეროებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერების გზით.