სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები 2016-2017 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო (2 სტიპენდია) და დოქტურანტურის (1 სტიპენდია) პროგრამებზე სასწავლებლად.
პრიორიტეტული მიმართულებებია:
- სწავლება, განათლება და პედაგოგიური მეცნიერებები
- სოციალური და ბიჰევიორული მეცნიერებები
- ეკონომიკა და მენეჯმენტი
- ეკოლოგია და გარემოსდაცვა
- არქიტექტურა და მშენებლობა
- სამშენებლო ინჟინერია, ტექნოლოგიები, პროდუქცია და კომუნიკაციები
- სოფლის მეურნეობა
- მეტყევეობა
- წყლის მენეჯმენტი
ონლიან რეჟიმში განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე www.vladnestipendia.sk. კითხვების შემთხვევაში აპლიკანტებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე helpdesk@studyabroad.sk , +421 907 551 404, ასევე სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 29 მარტი, ხოლო ელექტრონული განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 მაისი.
სტიპენდიის მოპოვების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა სლოვაკური ენის შესწავლა. სლოვაკური ენის უფასო კურსები გათვალისწინებულია სტიპენდიებზე შერჩეული აპლიკანტებისათვის. დამატებითი ინფორმაცია სლოვაკეთში ქართველი სტუდენტების სწავლის სხვა შესაძლებლობებზე იხილეთ www.studyin.sk, www.portalsv.sk