სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები 2016-2017 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო (2 სტიპენდია) და დოქტურანტურის (1 სტიპენდია) პროგრამებზე სასწავლებლად.
პრიორიტეტული მიმართულებებია:
- სწავლება, განათლება და პედაგოგიური მეცნიერებები
- სოციალური და ბიჰევიორული მეცნიერებები
- ეკონომიკა და მენეჯმენტი
- ეკოლოგია და გარემოსდაცვა
- არქიტექტურა და მშენებლობა
- სამშენებლო ინჟინერია, ტექნოლოგიები, პროდუქცია და კომუნიკაციები
- სოფლის მეურნეობა
- მეტყევეობა
- წყლის მენეჯმენტი
ონლიან რეჟიმში განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე www.vladnestipendia.sk. კითხვების შემთხვევაში აპლიკანტებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე helpdesk@studyabroad.sk , +421 907 551 404, ასევე სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში.
ელექტრონული განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 მაისი.
სლოვაკეთის სტიპენდიებზე სავალდებულოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინება. ამ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მომართოთ სამინისტროს.
სტიპენდიის მოპოვების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა სლოვაკური ენის შესწავლა. სლოვაკური ენის უფასო კურსები გათვალისწინებულია სტიპენდიებზე შერჩეული აპლიკანტებისათვის. დამატებითი ინფორმაცია სლოვაკეთში ქართველი სტუდენტების სწავლის სხვა შესაძლებლობებზე იხილეთ www.studyin.sk, www.portalvs.sk