სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2005 წელს შეიქმნა სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 400-მდე ქართველი სტუდენტის სწავლა საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
სასწავლო-სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს. ამ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატს წინასწარ ჰქონდეს მიღებული ჩარიცხვაზე თანხმობის წერილი დამტკიცებული უნივერსიტეტიდან, შესაბამის სპეციალობაზე სასწავლებლად. უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა და მიღების პროცედურებს კანდიდატი დამოუკიდებლად აწარმოებს. უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილის მიღების შემდეგ, კანდიდატი სამინისტროს ვებგვერდზე გადის რეგისტრაციას და ავსებს სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას, არა უგვიანეს 2012 წლის 31 მაისისა. ყველა საჭირო საბუთის წარდგენის შემდეგ, კანდიდატი გადის გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიას ადგენს საქართველოს მთავრობა. დაფინანსების მიღებასა და თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აპლიკანტს მიეწოდება გასაუბრებიდან ორი კვირის ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წინა წლებისგან განსხვავებით, 2012-2013 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა მხოლოდ ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ზუსტი მეცნიერებები და არქიტექტურა.
როგორც წესი, სასწავლო-სამაგისტრო პროგრამისათვის პრიორიტეტული მიმართულებების სია შეირჩევა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური საჭიროებებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში წლების განმავლობაში ფინანსდებოდა ის მიმართულებები, რა დარგშიც იყო კვალიფიციურ კადრთა ნაკლებობა.
ამასთან ერთად, წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და სტატისტიკურმა მონაცემებმა კი აჩვენა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა 36% ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებაზე მოდის, 30% _ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, 31% კი _ სამართალზე. ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებაზე ჩამბარებელ კანდიდატთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე მცირდებოდა და საერთო ჯამში მხოლოდ 3% შეადგინა.
კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო საბუთების სია:
|
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 31 89 40 (133, 134, 135)
ელ-ფოსტა: grantsinfo@mes.gov.ge.