რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2024 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2024 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმგვარი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც აღიზრდება ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმგვარი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც აღიზრდება ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე გურიაში მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობას გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების ადგილზე იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
საქართველოში „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ განხორციელება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ნოდარ პაპუკაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში, ალან პერსელი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-დან, ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული უმაღლესი განათლების ექსპერტები, რექტორები პროგრამის მონაწილე საჯარო და კერძო უნივერსიტეტებიდან, პროგრამის ალუმნები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.
„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა (UCBP)“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს მიერ დაფინანსებული ინიციატივაა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით.
პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად:
• საჭიროებების შეფასება და ვორქშოპი „აშშ-საქართველოს შორის კვლევითი კოლაბორაცია“ – ამერიკული საბჭოები და NCURA განახორციელებენ პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევის ადმინისტრატორების და განვითარების ოფისების საჭიროების შეფასებას, შეისწავლიან ძირითად გამოწვევებს სამუშაოს მეტად ეფექტიანად შესრულებისთვის. ვორქშოპის ფარგლებში ჩატარდება პროფესიული განვითარების ტრენინგები საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის და ცოდნის გადაცემის წახალისების მიზნით.
• ვებინარების სერია პროგრამის მონაწილეებისათვის – აშშ-ის ექსპერტების მონაწილეობით პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ვებინარები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.
• სასწავლო ვიზიტი აშშ-ში – სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 10 კვლევის ადმინისტრატორი/განვითარების ოფისის ან კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენელი ორი კვირის განმავლობაში გაიცნობს 12 ამერიკული უნივერსიტეტის/საგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის მენეჯმენტის, ფონდების მოძიებისა და საერთაშორისო კოლაბორაციის საუკეთესო პრაქტიკას. ეს ხელს შეუწყობს მონაწილეების შესაძლებლობების განვითარებას კვლევის ადმინისტრირებასა და ინოვაციების მართვის კუთხით.
• ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი – პროგრამის ქართველ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საპროექტო განაცხადი ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტის განსახორციელებლად. ვიზიტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი იმუშავებს მასპინძელ უნივერსიტეტთან კვლევის ადმინისტრირების, კვლევითი საქმიანობის განვითარების, ფონდების მოძიების ან/და კურსდამთავრებულთა ჩართულობის წახალისების მიმართულებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში გამართულ 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მონაწილეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა.
„ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი. დაწყებულია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM), ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური სამეცნიერო საგრანტო კონკურსების დაფინანსების ზრდა და ფუნდამენტური კვლევების მასშტაბის გაფართოება,‘‘ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.