არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის – „Juniper Networks‘‘ მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ მიიღო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ გახსნა.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან იზორიას ნაშრომის - „სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება“ – პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ ორგანიზებულ კერძო და საჯარო ორგანიზაციების „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული – ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის საჯარო სკოლები გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი ქართველი ბიოფიზიკოსის, აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი დაესწრო.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროექტის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში არსებული ქართველოლოგიის პროგრამის წარმომადგენელთან, პროფესორ სტივენ ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყება და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის უმასპინძლა.