საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და სხვა წარმომადგენლებმა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევისა საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰეიდარ ალიევის‘‘ სახელობის განახლებული აუდიტორიის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან, ემინ ამრულაევთან ერთად, თბილისის 73-ე საჯარო სკოლას ეწვია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევს, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევსა და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მწუხარებას გამოთქვამს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ენათმეცნიერის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორ ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალების გამო
სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი თეატრალური კომპოზიციების კონკურსი „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო.
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.
ქალაქ თბილისის საკრებულოში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან ერთად მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და პარტნიორობის გაფართოების გეგმები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რიინა კალიურანდთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა.