საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ბრიუსელში გამართულ რადიაციისა და ონკოლოგიის ყოველწლიურ კონფერენციაში "User Meeting 2022" მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა რადიაციისა და ონკოლოგიის მიმართულებით არსებული სიახლეები წარმოადგინეს და რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულ აღმზრდელებსა და პედაგოგებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2022 წლის 6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2022 წლის 21 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას არაქართულენოვან სკოლაში მედეა ჩალაური ქართულს რვა წელია ასწავლის. მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი პედაგოგს უზარმაზარ სტიმულს აძლევს, რომ სულ უფრო მეტი გააკეთოს მათ დასახმარებლად და სჯერა, რომ ამას აუცილებლად შეძლებს.
უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ მეორე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
საქართველოს Erasmus+ პროგრამაში ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მოპოვების ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილობის კვლევისთვის ევროკომისიამ 1 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან პატრიციო ბიანკისთან.
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება. პროექტის რეალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწერეს ხელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
იტალიის დედაქალაქ რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრთან მარია კრისტინა მესასთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეს ეწვია, სადაც საქართველოს პირველობა მიმდინარეობს 8 და 12-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. მინისტრმა პირადად მიულოცა ნორჩ მოჭადრაკეებს ბავშვთა დაცვის დღე და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა.