Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
14/05/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ხელბურთის ფედერაციის თანამშრომლობით სასკოლო ხელბურთის პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში, არაფორმალური განათლების სახით, მისი ინტეგრირების ხელშეწყობა.

14/05/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი.

12/05/2022

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აბასთუმანში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ობსერვატორიის იუბილე თანამშრომლებსა და მეცნიერებს პირადად მიულოცა.

11/05/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.

 

08/05/2022

ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა გაფრინდაშვილი  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორია. ახალგაზრდა მეცნიერი 2008 წლიდან იკვლევს ქართულ-სომხურ ლიტერატურულ და ისტორიულ ურთიერთობებს, საქართველოსა და სომხეთის ისტორიის წყაროთმცოდნეობით საკითხებს, ქართულ და სომხურ ხელნაწერთა კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიისა და პალეოგრაფიის საკითხებს.

08/05/2022

„გოგონა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს“, – ასე ახასიათებენ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნენე ჟვანიას მისი მეგობრები.

07/05/2022
ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ია რობაქიძე ქართულ ენას თითქმის 20 წელია ასწავლის. „არაფერი  შეედრება იმ გრძნობას, როდესაც შენს მოსწავლეებზე აღფრთოვანებით გიყვებიან რა კარგად ფლობენ ქართულ ენას“, – ამბობს პედაგოგი და სიამაყეს ვერ მალავს, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება მისი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
05/05/2022

პანდემიის შემდგომ სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენისა და მათ შემსუბუქებაზე ზრუნვის მიზნით, მეორე დღეა თბილისში USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

03/05/2022

USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ. როგორც მან საუბრისას განაცხადა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული მეთოდოლოგია, რომელიც სწორად გაზომავს პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს.

03/05/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“. მინისტრმა დისტანციურ ფორმატში სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და მათ წარმატება უსურვა.

01/05/2022

პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ბაია გრძელიშვილი მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში სრული დაფინანსებით ისწავლის. პენსილვანიის შტატის “ Perkiomen School” –ში სწავლის უფლება მან ASSIST სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებით მოიპოვა, რასაც უდიდეს წარმატებად მიიჩნევს და მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. 2022 წლის ივნისში ის უკვე აშშ-ში როჩესტერის GENIUS საერთაშორისო ოლიმპიადაშიც მიიღებს მონაწილეობას ფიზიკისა და ბიოლოგიის სექციაში. ირწმუნება, რომ საქართველოს აუცილებლად ასახელებს, რადგან  ამისთვის ბავშვობიდან ბევრს შრომობს.

01/05/2022

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან, მიხეილ ჩხენკელისგან მოზარდებმა საჩუქრად საბავშვო წიგნები მიიღეს.

01/05/2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს  ქამრან აფანდიევი 5 წელია ქართულ ენას ასწავლის. ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლისას მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნება და მიღებული ცოდნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის გაზიარება ამჯობინა.

29/04/2022

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2022 წლის 2 მაისიდან იწყება და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

28/04/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა  ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მწვრთნელებს უმასპინძლა, წარმატება პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >