საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აშენდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ მოაწერეს ხელი.
მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნანა არაბული ქართულ ენას 10 წელზე მეტია ასწავლის. რაიონული ცენტრიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელში მას ზოგჯერ ცხრა კილომეტრიანი მონაკვეთის ფეხით გავლაც უწევდა, თუმცა იქაურობის დატოვება ერთი წუთითაც არ უფიქრია, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ბავშვებს საკუთარი თავის აღმოჩენაში აუცილებლად უნდა დახმარებოდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
ლადო ნაფეტვარიძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის“ მფლობელია. მისი კვლევა სახელმწიფო მართვის პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხს ეხება. ახალგაზრდა მეცნიერი კვლევის ფარგლებში გეგმავს ორი წლის განმავლობაში ციფრული მმართველობის ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითები შეისწავლოს, მიღებული შედეგების საფუძველზე კი ქართულ რეალობაზე მორგებული რეკომენდაციები შეიმუშაოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გზამკვლევის „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობა“ – პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიმართვას ავრცელებს.
საქართველო და უკრაინა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომაროვისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა და ალმატიში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება პირადად მიულოცა.
2022 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იცვლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საბჭოს რეკომენდაციით შემუშავებული საქმისწარმოების განსხვავებული წესი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩს ჰაიდი გრაუს უმასპინძლა და მასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ეწვია და უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა, რომლებიც სკოლაში გამარტივებული წესით ჩაირიცხნენ და სწავლას საქართველოში აგრძელებენ.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სპეციალური მასწავლებლის გზამკვლევისა“ და „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევის“ პრეზენტაციები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და სპეციალურმა მასწავლებლებმა მიიღეს.