ინფრასტუქტურა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ, 2013-2016 წლებში რეაბილიტაცია და სხვადასხვა სახის სამუშაოები ჩაუტარდა ზუგდიდის, ქარელის, გორის, წალენჯიხის, ონისა და საჩხერის საზღვრისპირა რეგიონების 26 სკოლას, ხოლო სრულად რეაბილიტირდა ატოცის საჯარო სკოლა.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით, საზღვრისპირა სოფლებში ტყვიავში, შინდისში, ფხვენისში, საქაშეთში, ზერტსა და ხელთუბანში განხორციელდა საჯარო სკოლების თანამედროვე სტანდარტებით სრული რეაბილიტაცია. გრძელდება სკოლის ავეჯითა და ტექნიკით მოწყობა. ფონდის დაფინანსებით, ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.
საზაფხულო ბანაკები
მიმდინარე წელს, სახელმწიფოს დაფინანსებით, ზაფხულის განმავლობაში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებულ ბანაკში (ანაკლია, მანავი, კაჭრეთი, სალიბაური (აჭარა), ბათუმი, ქუთაისი, წყნეთი) 60-მდე ნაკადი, ჯამში 11 000 სკოლის მოსწავლე გაემგზავრება. ბანაკში ისვენებენ სხვადასხვა კატეგორიის, მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეები.
სტუდენტთა დაფინანსება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ყოველწლიურად მოქმედებს სტუდენტთა სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა.
2016-2017 სასაწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის N310 დადგენილებით.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა 206-მა სტუდენტმა, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აქედან:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან, მათ შორის აჭარის მუნიციპალიტეტიდან - 92-მა სტუდენტმა და ცხინვალის რეგიონიდან (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან - 114-მა სტუდენტმა. ასევე, დაფინანსდა 166 სტუდენტი, რომლებიც სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 12 დეკემბრის N963 და 2017 წლის 27 იანვრის №121 ბრძანებებით დამტკიცებული „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის" ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაფინანსდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული 906 სტუდენტი და მეორე სემესტრში დაფინანსდა 882 სტუდენტი.
წინა წლები:
2013 წელს დაფინანსდა - 548 სტუდენტი, 2014 წელს - 727 სტუდენტი, 2015 წელს - 914 სტუდენტი .
საერთო საცხოვრებელი
სტუდენტები საზღვრისპირა სოფლებიდან (ზუგდიდის უნივერსიტეტიდან და სენაკის პროფესიული კოლეჯიდან) სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან სტუდენტური საერთო საცხოვრებელით.
დაფინანსების გაზრდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წლიური სახელმწიფი ბიუჯეტის კანონის თანახმად, ახორცილებს პროგრამას „ოკუპირებული რეგიონების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება“.
ამასთან, გასულ წელთან შედარებით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2017 წელს გათვალისწინებული ასიგნებები გაიზარდა 747.0 ათასი ლარით და შეადგინა 3.1 მლნ ლარი.
აღნიშნული ზრდის შედეგად გაიზარდა დირექტორის, ადმინისტრაცია ტექ პერსონალის და მასწავლებლის ხელფასი.
ტრენინგები პედაგოგებისთვის
2017 წელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგნობრივი ტრენინგები გაიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან მდებარე სოფლების საჯარო სკოლის 254 მასწავლებელმა. ასევე, მონაწილეობდნენ სკოლის შიდა შეფასების ჯგუფების წევრებისთვის განკუთვნილ ტრენინგებსა და კონსულტაციებში.
2015-2016 წელს ევროსაბჭოს ნდობის აღდგენის განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდა ახალი პროექტი - Improving pedagogical practice together", რომელშიც საქართველოს მხრიდან ჩართული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და არასამთავრობო სექტორიდან Institute for the Study of Nationalism and Conflicts (ISNC). პროექტში მონაწილეობა მიიღეეს აფხაზმა, ქართველმა და ოკუპირებულ ტერიტირიაზე (გალში) მცხოვრებმა მასწავლებლებმა.
აქვე გაცნობებთ, რომ ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მასწავლებლებს რეგულარულად აწვდის სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებს. 2016 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციას „თანადგომა“ გადასცა საგნობრივი სამოდელო გაკვეთილები შემდგომში გალის რაიონის საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის მისაწოდებლად.
2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის განხორციელდა ცენტრის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, დაწყებითი განათლება, ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ისტორია) თბილისის მასწავლებლის სახლში, თბილისის საჯარო სკოლებსა და ზუგდიდში. ტრენინგის მსვლელობისას მასწავლებლებს გადაეცათ სატრენინგო მასალები და ცენტრის მიერ გამოცემული პუბლიკაციები. უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგები ორგანიზებული იყო დაახლოებით 200 მასწავლებლისთვის, თუმცა საოკუპაციო საზღვართან არსებული მდგომარეობის გამო დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა საზღვრის გადმოკვეთა. მასწავლებლები იძულებულები იყვნენ დაემალათ, თუ რა მიზნით ტოვებდნენ ოკუპირებულ საზღვარს.
(2013 და 2014 წელს) - ევროსაბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი/ტრენინგები - Teacher training seminar on foreign languages learning”, რომლის სამიზნე ჯგუფები იყვნენ: 1. უცხო ენის მასწავლებლების სოხუმიდან, გალიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან (ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რაიონებიდან) და 2. მასწავლებლები ცხინვალის რეგიონიდან, ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებიდან და იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებიდან. ტრენინგების მიზანი იყო პროფესიონალთა დიალოგის გზით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. ამ პროექტისთვის ქართველ მასწავლებელთა შერჩევაში მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა.
2014 წელს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან მდებარე სოფლების საჯარო სკოლის 154 მასწავლებლისთვის, სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები და გრძელვადიანი სასწავლო კურსები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით (საზოგადოებრივი, ესთეტიური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები, უცხო ენები). ტრენინგები ჩატარდა თბილისში, გორში, კასპში, ჭიათურაში, საჩხერესა და ზუგდიდში. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს მოწვეული მასწავლებლების გარკვეულმა ნაწილმა ვერ მოახერხა ტრენინგებზე დასწრება რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ სასაზღვრო კონტროლის გართულების გამო.
2013 წელს, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალგორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების (იკოთი, კორინთა, ბალაანი, ახმაჯი და ზემო ბოლი) 29 მასწავლებლისთვის თბილისში განხორციელდა შემდეგი ტრენინგები:
• სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები;
• მოსწავლეთა კომუნიკაცია და მოტივაცია;
• კლასის მართვა და კონფლიქტის მართვის ეფექტური სტრატეგიები.
ტრენინგის მსვლელობისას მასწავლებლებს დაურიგდათ სატრენინგო მასალები. ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა ოკუპირებული ახალგორის საჯარო სკოლის მასწავლებლებს გაუწიეს კონსულტაციები სწავლების მეთოდოლოგიისა და აკადემიური საკითხების მიმართულებით საგნობრივ ჭრილში; მათ, ასევე, დაურიგდათ ცენტრის საგანმანათლებლო გამოცემები. გარდა ამისა, ცენტრის ორგანიზებით მასწავლებლები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
სასკოლო ავტობუსი:
სამინისტრო უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფასო სასკოლო ავტობუსით მომსახურებას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში. პროგრამაში ჩართულია 40-მდე სკოლის 2030-მდე მოსწავლე.