ქართული ანბანის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, პროექტის „წერექართულად“ ავტორი თიბისი ბანკი, ახალი პროექტს იწყებს. ახალი პროექტი „ქართულად“, მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამების ქართულენოვანი ვერსიების შექმნას. იმისათვის, რომ პროგრამამ ისწავლოს ქართული ენა, პირველ ეტაპზე საჭიროა მინიმუმ 100000 ქართული წინადადების ინგლისურად თარგმნა. პროექტი ღიაა გაქართულების ყველა მსურველისთვის. პროექტის ფარგლებში, Microsoft-ის მიერ შექმნილ პლათფორმაში, ქართულიდან ინგლისურად საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის მოსწავლეების, სტუდენტების, პედაგოგების, მეცნიერების დახმარებით თარგმნილი წინადადებები ჩაიტვირთება. მას შემდეგ, რაც პლათფორმა მიღებულ ინფორმაციას გაანალიზებს, მივიღებთ პროგრამას, რომელსაც ეცოდინება ქართული ენა და თავად შეძლებს ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური თარგმანების გაკეთებას.
პროექტის წარატებით განხორციელება შესაძლებელს გახდის Microsoft-ის უამრავ პროგრამულ პროდუქტში ქართულ-ინგლისური მთარგმნელობითი პროგრამის გამოყენებას. ამის გარდა, ვებ დეველოპერებს და იმ პროგრამისტებს რომლებიც Windows სისტემისათვის შექმნიან თავიანთ პროგრამულ პროდუქტს, საშუალება ექნებათ გამოიყენონ პროექტის ფარგლებში შექმნილი ავტომატური თარგმნის პროგრამა.