ტვინინგის პროექტი - ”საქართველოში ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება“, (CEIBAL).
ფინანსდება ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში (ENPI) და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
მიზნები
ტვინინგის პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელება შესაბამის ინსტიტუციებში და საქართველოს ჩართვა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA). პროექტის საშუალებით გაიზრდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა საკვანძო ინსტიტუციების პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობები, მაგალითად, ბოლონიის პროცესის რეფორმების განსახორციელებლად გაიზრდება განათლებისა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობები.
ინფორმაცია და ინფრომირებულობა ბოლონიის პროცესის განხორციელების მნიშვნელოვანი ელემენტებია. კონსულტაციები, სამუშაო ჯგუფები, ტრეინინგები, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტები და სხვა წარმოადგენს ინსტრუმენტების ნარევს, რომლის მიზანია დაინტერესებული მხარეების საშუალებით რეფორმების პროცესის ხელშეწყობა.
EHEA
პროექტის პარტნიორები
საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიზნად ისახავს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს შექმნას. ხარისხის უზრუნველყოფა, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაფართოება და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში (EHEA) ინტეგრაცია არის მისი მთავარი მონაპოვარი.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) აქტიურად უჭერს მხარს გერმანული ინსტიტუტების თანამშრომლობას საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლები სფეროში. იგი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში დახმარებას უწევს დსთ-ს ქვეყნებს ბოლონიის პროცესის რეფორმების განხორციელებაში, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ევროკავშირის დონეზე.
პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი (CIEP) არის ფრანგული საჯარო ინსტიტუტი, რომელიც ექვემდებარება საფრანგეთის ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების და კვლევის სამინისტროს. მისი მიზანია განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ცენტრი მსოფლიოში პროფესიული მომზადებისა და შეფასების სფეროში თავისი კომპეტენტურობითა და გამოცდილებითაა ცნობილი; ასევე ცნობილია განათლების სფეროში მისი საერთაშორისო თანამშრომლობის როლით.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) არის დამოუკიდებელი, არა-კომერციული ორგანიზაცია, რომლის სრული წევრები არიან უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და სტუდენტური ორგანიზაციები. გერმანიის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით (DAAD)-ს დიდი გამოცდილება აქვს მიღებული უმაღლესი განათლების სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აქტიურად მონაწილეობს გერმანიაში ბოლონიის პროცესის დაგეგმვაში.
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობით ინიციატივას. მისი მიზანია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც საქმიანობას მთელ მსოფლიოში ახორციელებს. იგი წარმოადგენს ეროვნულ ორგანოს, რომელსაც ტვინინგის განხორციელების უფლება აქვს და ბოლო 10 წლის განმავლობაში უკვე 100-ზე მეტი ტვინინგის პროექტი აქვს განხორციელებული.
პროექტის განხორციელებაში სამივე პარტნიორია ჩართული.
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბოლონიის რეფორმების განხორციელებაში, რომელიც 2004-2005 წწ. დაიწყო.
აქამდე მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესის მიუხედავად – თუ პირიქით ამის გამო - საყოველთაოდ აღიარებულია აზრი იმის თაობაზე, რომ რეფორმები საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა: საჭიროა მათი სრულყოფილი პრაქტიკული განხორციელება. არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მის პარტნიორ დაწესებულებებსა და უმაღლესი განათლების დაწესებულებებს ექსპერტთა დახმარება ესაჭიროებათ.
ტვინინგის პროექტის მიზანია თითოეულ ამ სფეროში დამხარების გაწევა. პროექტის ექვსი კომპონენტი ამ მიზნების თანმიმდევრულ მიღწევას უზრუნველყოფს. ფრანგი ექსპერტები მონაწილეობას იღებენ 1,5 და 6 კომპონენტებში, ხოლო გერმანელი ექსპერტები 2, 3 და 4 კომპონენტის განხორციელებას უზრუნველყოფენ.
ყველა კომპონენტშია გათვალისწინებულია ფრანგი და გერმანელი ექსპერტების ვიზიტები, რომლებიც თითოეულ კომპონენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. შემოთავაზებები და რეკომენდაციები, რომლებსაც ექსპერტები მოამზადებენ დამტკიცდება პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე და განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მიერ.
კომპონენტი 1
გაძლიერებული კოორდინაცია და კავშირები ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეგისტრში გასაწევრიანებლად
კომპონენტი 2
იურიდიული და ნორმატიული ჩარჩოს შესწავლა და ბოლონიის მთავარ დოკუმენტებთან თავსებადობა
კომპონენტი 3
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირება
კომპონენტი 4
სასწავლო პროგრამების შეფასება
კომპონენტი 5
კვალიფიკაციების აღიარების პრაქტიკის შესაბამისობა ლისაბონის აღიარების კონვენციასთან
კომპონენტი 6
გაძლიერებული ადამიანური რესურსები ბოლონიის რეფორმის განასახორციელებლად და გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.
პროექტის განხორციელების პერიოდი: ივნისი 2009 – მარტი 2011.
საკონტქტო პირები: კაი ეტზოლდი (ტვინინგის ადგილობრივი მრჩეველი) - cay_etzold@mes.gov.ge
ლელა მაისურაძე (ტვინინგის ადგილობრივი მრჩეველი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - lelamaisuradze@mes.gov.ge
განხორციელებული პროექტები
ტემპუსის ერთობლივი ევროპული პროექტი (JEP) „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“