22-23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" განათლების საერთაშორისო გამოფენა იმართება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ეწვია.
წელს გამოფენაზე 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
განათლების მე-9 საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ