22 თებერვალს, გამოფენების ცენტრში ექსპოჯორჯია, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას ორგანიზებით იმართება და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.