მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ თაობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო, აკადემიური სფეროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პროგრამის ამოცანას NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება დაNATO-ს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობაწარმოადგენს.
პროგრამის ფარგლებში ხდება მთავრობის, აკადემიური სფეროს ან არაკომერციული ორგანიზაციების, როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული მხარდაჭერა. იგი ახორციელებს თანამშრომლობას 3 საგრანტო მექანიზმის ფარგლებში:
აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი 1956 წლის 13 დეკემბერს ჩაეყარა, როდესაც ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ NATO-სფარგლებში არასამხედრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავების თაობაზე წარადგინა მოხსენება, ხოლო ამ მოხსენების ერთ-ერთი უშუალო შედეგი 1958 წელს NATO-ს „მეცნიერების პროგრამის“ დაფუძნება იყო. ამ დროისთვის პროგრამის მთავარ ამოცანას NATO-ს წევრ ქვეყნებში მეცნიერების გადამზადების ხელშეწყობა წარმოადგენდა. იგი თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მუდმივად პასუხობდა სხვადასხვა დროის მოთხოვნებს და ალიანსის ერთგვარ ბრენდად იქცა.