2019 წლის 18, 19 და 20 აპრილს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია“ გაიმართება.
კონფერენცია 18 აპრილს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში „არტჰაუსი“, ოფიციალურად გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.
ღონისძიებაზე ევროპა ნოსტრას გენერალურმა მდივანმა სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩმა, ვიცეპრეზიდენტმა პიტ ჯასპაერტიმ და ევროპის საინვისტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტებმა დავით გარეჯში ნოემბერში მისიის შედეგად შემუშავებული ანგარიში წარადგინეს. აღნიშნული ანგარიში სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, ეკონომიკური განვითარებისა და სხვა რეკომენდაციების პარალელურად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის „ღია ცის ქვეშ მუზეუმად“ შექმნის კონცეფციას მოიცავს.
ცნობისათვის: 2018 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი შეტანილ იქნა კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების – ევროპა ნოსტრას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში.
კონფერენციის მიზანია ძეგლის მრავალდარგობრივი კვლევების ხელშეწყობა, კომპლექსის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარი პრობლემების საერთაშორისო დონეზე წამოწევა და გადაჭრის გზების ძიება, განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა.
კონფერენციაში მონაწილეობენ იერუსალიმის ჰიბრუს უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ პატრიხი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკა კალასი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ორი სოლტესი, გარემოს დაცვისა და კვლევის ინტალიური ინსტიტუტის წარმომადგენლები, აზერბაიჯანელი და ქართველი მეცნიერები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპა ნოსტრას წარმომადგენლობა საქართველოში – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადგომით.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დაარსებული VI საუკუნის I ნახევარში ასურელი მამების დავით გარეჯელისა და მისი მოწაფეების მიერ, საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ივრის ზეგანზე, ნახევარუდაბნოში და შედგება ორ ათეულზე მეტი გამოქვაბული კომპლექსისა და მრავალი ასეული ქვაბისაგან. კომპლექსის ნაწილი მდებარეობს საქართველო აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიებზე. ძეგლს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი, 2007 წელს კომპლექსი შეყვანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში.
საერთაშორისო კონფერენციის პროგრამა:
18 აპრილს, ხუთშაბათს, 10:00-18:00
მის: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი
რუსთაველის გამზირი #7, თბილისი, 0108, საქართველო
სექცია I - ძეგლის მართვის და დაცვის საკითხები
19 აპრილს, პარასკევს, 10:00-13:00
მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია
ა.ფურცელაძის ქ. #1, თბილისი, 0108, საქართველო
სექცია III - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული, კულტურული და
20 აპრილს, შაბათს, 10:00-17:00
მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია
ა.ფურცელაძის ქ. #1, თბილისი, 0108, საქართველო
სექცია III - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული, კულტურული და
სახელოვნებათმცოდნეო ასპექტები
სრული პროგრამა იხილეთ ვებ გვერდზე: www.gaccgeorgia.org
მხარდამჭერები:
საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შემოქმედებითი ევროპა, ევროპა ნოსტრა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტი.