საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გეგმავს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების მიზნით კვლევის მომსახურების შესყიდვას (CPV79300000 - ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა).
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში მოთხოვნილი ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოადგინოთ:
ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები.
წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა არაუგვიანეს 2019 წლის 10 მაისი. გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nkhuroshvili@mes.gov.ge
ნატო ხუროშვილი
ეკონომიკური დეპარტამენტის ბაზრის კვლევის სპეციალისტი
დიმიტრი უზნაძის #52.
ტელ.: (995 32) 2 200 220 (1462)
ტექნიკური დავალება
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების თაობაზე
დავალება:
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისთვის შესყიდვა და შესაბამისად, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგი სამი კომპონენტის სახით:
ა) საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული სოციალურ-ეკონომიკური და სხვა შესაბამისი მიმართულებების ანალიზის ჩატარება, საბაზისო ინდიკატორების განსაზღვრა და შესაბამისი კვლევების განხორციელება;
ბ) საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ხელმისაწვდომობისა და მართვის ეფექტური და ადგილობრივ რეალობასთან მორგებული მოდელის შემუშავება;
გ) ზემოაღნიშნული მოდელის დანერგვისა და განხორციელების გეგმის შემუშავება.
შენიშვნა: „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისთვის შესყიდვა სრულად უნდა განხორციელდეს ერთი მიმწოდებლის მომსახურებით, ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების ეტაპობრივად (თითოეულზე დადგენილ ვადებში) შესყიდვის პირობით.
ვადები:
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავება უნდა მოხდეს შემდეგ ეტაპებად:
ა) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული სოციალურ-ეკონომიკური და სხვა შესაბამისი მიმართულებების ანალიზის ჩატარება, საბაზისო ინდიკატორების განსაზღვრა და შესაბამისი კვლევების განხორციელება - არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა;
ბ) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ხელმისაწვდომობისა და მართვის ეფექტური და ადგილობრივ რეალობასთან მორგებული მოდელის შემუშავება - არაუგვიანეს 2019 წლის 15 ოქტომბრისა;
გ) ზემოაღნიშნული მოდელის დანერგვისა და განხორციელების გეგმის შემუშავება - არაუგვიანეს 2019 წლის 15 დეკემბრისა.
დავალების ტექნიკური მახასიათებლები:
ა) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული სოციალურ-ეკონომიკური და სხვა შესაბამისი მიმართულებების ანალიზის ჩატარება, საბაზისო ინდიკატორების განსაზღვრა და შესაბამისი კვლევების განხორციელება:
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რაც დაკავშირებულია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან. ასევე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვლევები, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგინდეს საბაზისო და მიზნობრივი ინდიკატორები, მათ შორის:
1. მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის და სპორტში ჩართულობის გავლენა;
2. მოსახლეობის სასპორტო საჭიროებები და დამოკიდებულება სპორტისადმი;
3. ღია სასპორტო და სარეკრეაციო სივრცეების ხელმისაწვდომობის პოტენციალი;
4. ღია და დახურული სახელმწიფო სპორტული ობიექტები და ინფრასტრუქტურა: გეოგრაფიული დაფარვა, გამტარუნარიანობა, ობიექტის მართვისა და დაფინანსების გამოწვევები და საჭიროებები, სხვა;
5. სპორტული ობიექტების მშენებლობისა და მართვის არსებული სტანდარტები/მიდგომები;
6. სპორტში არსებული ადამიანური რესურსი და სასპორტო განათლება: საკადრო და პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროებები და გამოწვევები;
7. სხვა მონაცემები და საბაზისო ინდიკატორების აღრიცხვა, რაც აუცილებელია და ხელს შეუწყობს მოსახლეობის რეგულარული ფიზიკური აქტივობისა და სპორტში ჩართულობის სულ მცირე 50%-მდე (არსებული 22%) ზრდას.
ბ) საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ხელმისაწვდომობისა და მართვის ეფექტური და ადგილობრივ რეალობასთან მორგებული მოდელის შემუშავება:
მოდელი უნდა ემსახურებოდეს სპორტის ცალკეული სფეროების განვითარებას, საზოგადოებრივი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდების გაუმჯობესებას. მოდელი უნდა ეფუძნებოდეს კვლევის შედეგებს და გამოვლენილ მიგნებებს. მოდელის (დოკუმენტის) სტრუქტურა უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:
1. შესავალი
2. სიტუაციის ანალიზი
3. ხედვა
4. მიზნები და სტრატეგიული ამოცანები
5. ბენეფიციარები
6. მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები
7. მოდელის განხორციელების მექანიზმი
8. მოდელის განხორციელების საპროგნოზო ღირებულება
9. რისკები
10. მონიტორინგი და შეფასება
მოდელში უნდა აისახოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 3 ძირითადი ეტაპი:
1. სპორტული ინფრასტრუქტურის ქვეყნის მასშტაბით დაქსელვა (მოსახლეობის რაოდენობებისა და სპორტულ ობიექტებს შორის, ასევე ობიექტსა და უახლოეს დასახლებულ პუნქტს შორის არსებული მანძილების გათვალისწინებით);
2. სპორტული ობიექტების მოცულობის, ფორმებისა და სტანდარტების განსაზღვრა (ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა, ადგილობრივ ჭრილში, კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე);
3. სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის მოდელის შემუშავება (საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ობიექტების მოვლა/პატრონობასა და შენახვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით კონკრეტული მოდელის შემუშავება და დანერგვის გზების განსაზღვრა).
მოდელში ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს შემდეგ მიმართულებებზე:
1. მასობრივი სპორტული ინფრასტრუქტურა;
2. მაღალი მიღწევების სპორტის ინფრასტრუქტურა.
გ) ზემოაღნიშნული მოდელის დანერგვისა და განხორციელების გეგმის შემუშავება:
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მოდელის დანერგვისა და განხორციელების გეგმის შემუშავება. გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემდეგი კატეგორიებისთვის:
1. ამოცანა (სტრატეგიული ამოცანა)
2. აქტივობა/ღონისძიება
3. საბაზისო ინდიკატორი
4. შესრულების ინდიკატორი
5. ბიუჯეტი
6. დაფინანსების წყარო
7. განმახორციელებელი ორგანიზაცია/უწყება
8. პარტნიორი ორგანიზაცია/უწყება
9. შესაძლო რისკი
10. განხორციელების ვადა.
ორგანიზაციის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
დადასტურებულ უნდა იქნას შემდეგნაირად: ფინანსური ინსტიტუტის შესაბამისი დეკლარაცია და კომპანიის ან/და უმრავლესობის მფლობელი კომპანიების (თუკი მათ გააჩნიათ იგივე კორპორატიული მიზნები) ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ მცირე 454 845 ლარი წელიწადში.
დაინტერესებულმა კომპანიებმა დაადასტურონ თავიანთი ტექნიკური და პროფესიული გადახდისუნარიანობა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენით:
კომპანიამ უნდა წარმოადგინოს სტრატეგიული გეგმის შინაარსის მონახაზი და მისი მიზნები.