განათლების სფეროში განხორციელებული პირველი პილოტირებული პროექტები აშშ-ში ქნება წარდგენილი -მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სილიკონ ველიში. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნისაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პროექტის უპრეცენდენტო მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომ ტექნოლოგიების სფეროში ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება.
მინისტრის თქმით, ეს იქნება საუკეთესო ნიმუში, თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდები გადამზადდნენ, მიიღონ თანამდეროვე ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმდნენ ისეთ საერთასორისო და გლობალურ პროექტებში, რომელშიც დღეს ათეულობით ადამიანია დასაქმებულია მაღთალანაზღაურებად სამსახურში.
„შემდეგ კვირას ჩვენთვის იწყება ახალი ეტაპი, რადგან დადგეგმილი გვაქვს პირველი პილოტირების ქართული პროექტებით წარვდგეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვავქს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვდრები ამერიკის სილიკონ ველზე, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზებთან და ვფიქრობთ, რომ საქართველოში დაბუნდების შემდეგ საერთაშორისო მხარდაჭერითა შემოდგომაზე დავიწყოთ ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა ჩვენს სკოლებში და უნივერსიტეტბში“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა,
რომლის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდება ქართული იდეების, ქართული ბიზნეს პროექტების გლობალურ ბაზარზე გატანა, რომლის განხორციელება საეთაშორისო თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია :
„მოხარული ვართ, რომ ფუძნდბა ფონდი, რომელიც იქნება საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ცოდნა იქცეს წარმატებულ პოროექტად და საქართველოში დაბადებული პროექტი გახდეს აღიარებული.
ამ თვეების განმავლობაშ, ჩვენ ვმუშაობდით კონკრეტულ სკოლაში და საუნივერსიტეტო პროგრამაზე თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ განათლებას, რომელმაც უნდა მოგვიტანოს მაღალი დონის და მაღალი ხარისხის განათლება. ჩვენ რეალურად არ გვაქვს მოსაცდელი დრო, ამიტომ ისეთი ნაბიჯები უნდა განვახორციელოთ, რომელიც ქართულ განათლებას გახდის ხვალინდელი დღეს. ამიტომ, ჩვენ, სამინისტროში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, დავასრულეთ ერთი ეტაპი, რომელიც სწორედ ხვალინდელ განათლებაზეა ორიენტირებული და რომელიც ყველაზე მეტად ორიენტირებულია ტექნოლოგიებზე და მომავალი თაობის განვითარებაზე და ცოდნის მიწოდების ხარისხის გაზრდაზე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.